მარკ რუტე - ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი - ვლადიმერ პუტინის მიმართ გზავნილი არის ის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს

ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ჩვენ ნატო ვართ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და არა თავდასხმითი. ნატო-ს ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მზად ვართ, ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ, მოწინააღმდეგეები არასდროს შეგვაშინებენ“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მარკ რუტეს თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის მისი გზავნილი იქნება ის, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს.

„გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება