უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 12 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, კიევის, ოდესის, პოლტავის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში 12 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოთხი რუსული დრონი გაუჩინარდა, ერთი დრონი კი ჰაერშია. საბრძოლო სამუშაოები გრძელდება!“ - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 17 დრონი, შვიდი S-300/400 რაკეტა და ორი X-59 მართვადი რაკეტა გაუშვეს.

რუსეთის მიერ ნიკოლაევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე