„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - გახარია და ხაზარაძე ქართული საზოგადოების თვალწინ დაუფარავად გაფორმდნენ უცხო ქვეყნის ჯაშუშად, მათთვის ხმის მიმცემმა ადამიანებმა უნდა გაიზიარონ ის პასუხისმგებლობა, რასაც  ჯაშუშობაში მხილებული ადამიანის მხარდაჭერა უნდა იწვევდეს

სააკაშვილის მსგავსად, ბევრად მცირერიცხოვანი, მაგრამ მაინც რამდენიმე ათასი ადამიანი, საკუთარი ხმის მიცემით ტოვებს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ორ ჯაშუშს − გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდნენ უცხო ქვეყნის ჯაშუშებად და ამის მტკიცებულებაც ხელისგულზე დევს.

„გახარია, მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო, დავალების შესაბამისად უმაღლესი თანამდებობიდან გადადგა ერთადერთი მიზნით − როგორმე ხელისუფლებაში ისეთი ნეგატიური პროცესები გამოეწვია, რომ გუნდი ჩამოეშალა. პატრონებმა მას შეურაცხმყოფელი დავალებაც კი მისცეს და გადადგომის მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხი განუსაზღვრეს. არადა, რამდენიმე თვით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ დასრულებით „ემუქრებოდა“. გახარია ქართული საზოგადოების თვალწინ, ღიად და დაუფარავად გაფორმდა უცხო ქვეყნის ჯაშუშად, ამიტომ მათთვის ხმის მიმცემმა ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიზიარონ ის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რასაც ღიად ჯაშუშობაში მხილებული ადამიანის მხარდაჭერა უნდა იწვევდეს.

კიდევ უფრო აშკარა, ღრმა და ხილული კავშირები აქვს „ნაცმოძრაობასთან“ მეორე ჯაშუშს − მამუკა ხაზარაძეს. წლების განმავლობაში სასამართლოს მიერ დადასტურებული თაღლითი „ნაც-მოძრაობის“ კრიმინალური ბანდის საკვანძო ფიგურა იყო. სწორედ ის იფორმებდა წართმეულ ქონებებს, ღამის საათებში, რეკეტის მსხვერპლ ადამიანებს ართმევდა ბიზნესებს და შემდეგ თავად განკარგავდა ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. „მაგნატის“, „სენტას“, „ელიტ ელექტრონიქსის“, „ბანკი კონსტანტას“, „თბილისი ცენტრალის“ საქმეები საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ ხაზარაძე შერწყმული იყო რეჟიმთან და მათი დანაშაულის უშუალო თანამონაწილე გახლდათ. ყველას გახსოვთ, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში ოფიციალურად მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სასჯელისგან თავის არიდების გამო, მან არათუ პოლიტიკას შეაფარა თავი, არამედ მთელი ქვეყნის თვალწინ უცხო ქვეყნის ჯაშუშად გაფორმდა და ღიად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ გარე დავალებების შესრულება“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია