„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ - არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა 300 000 ადამიანს გაატარა მართლმსაჯულების პოლიტიზებული და მოძალადე სისტემა. სიმბოლურია, რომ დაახლოებით ამდენივე ადამიანისგან შედგება სექტა, რომელიც წლებია აცოცხლებს დამნაშავე პოლიტიკურ ძალებს და სწორედ ამ პერსონებმა უნდა იცოდნენ, რომ მოხდება მათი მხილება და მოუწევთ სამართლებრივი ფორმით პასუხისგება, რადგან საკუთარი არჩევანით იზიარებენ და ხდებიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დანაშაულის მონაწილენი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მხარდაჭერით აგენტურულ ძალებს უქმნის ფონს, რათა, გარე პატრონებმა გააგრძელონ მათი ლობირება და ადრე თუ გვიან ძალაუფლებაც ჩაუგდონ ხელში“.

„არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება. რადიკალური ოპოზიციის თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა გაიზიაროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა შემდგომ, ამ ქვეყანაში ვეღარავინ გაბედოს ანტისახელმწიფოებრივი, გარედან მართული აგენტურის მხარდაჭერა და მორიგ დანაშაულთა ჩადენის შესაძლებლობის მიცემა. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თითოეულ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, არანაკლები სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება! დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!“, -აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან“.

მათივე ცნობით, „საერთაშორისო სისხლის სამართალი დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის უშუალო შემსრულებელს კი არ მიიჩნევს, არამედ მასთან ერთად დამნაშავეა ორგანიზატორიც, წამქეზებელიც და დამხმარეც. ასეთია საერთაშორისო და შესაბამისად, ქართული სამართლის პრაქტიკა“.

„ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ და მისი სხვადასხვა დანაყოფის აგიტაციას ეწევიან, მხარდაჭერას უცხადებენ და ხმას აძლევენ, ბუნებრივია, მათი განგრძობადი დანაშაულის თანამონაწილეები, ამ შემთხვევაში, დამხმარეები, ანუ იმავენაირი დამნაშავეები არიან. გამოდის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-24 მუხლებით გათვალისწინებული, დანაშაულში თანამონაწილეობის ყველა ფორმა და კონკრეტული სუბიექტები სახეზეა − დანაშაულის აღმსრულებლები (სსკ-ის 22-ე მუხლი) – „ნაცმოძრაობის“ და მისი დანაყოფების წარმომადგენლები. მეორე − დანაშაულის დამხმარეები, (სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილი) ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას, მხარს უჭერენ და ხმას აძლევენ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას (აღმსრულებელს) და ამით ხელს უწყობენ მის მიერ დანაშაულის ჩადენას“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში