ბენჟამინ ჰადადი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას პატივი სცეს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას პატივი სცეს, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა - დელეგატმა, ბენჟამინ ჰადადმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას პატივი სცეს. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ევროკავშირის საფუძველს წარმოადგენს. თუ საქართველოს ევროპული გზის გაგრძელება სურს, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს, რადგან ჩვენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ, ეს ფუნდამენტური ღირებულებები დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა ბენჟამინ ჰადადმა.

შეგახსენებთ, დღეს, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს