სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლება იმსახურებს მეტსახელ „რუსულს“, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს

ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს.

„ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, რომლითაც მათ არჩევნების მოპარვის მცდელობა შეუძლიათ, არის თუ ხალხი თავად არ მობილიზდება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

FT-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას „ერთპარტიულ მმართველობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ისინი ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ“.

„როგორ მოიშორებთ რუსულ ხელისუფლებასა და რუსულ, რაც არ უნდა უწოდოთ მათ, კონტროლით თუ ზეწოლით?“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმით, ხელისუფლება ამ მეტსახელს იმსახურებს, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს.

„საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ არჩევნების შედეგების დადასტურების შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორ კვირაში ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნას შეძლებენ და დროებითი მთავრობა ამომრჩეველს სიცხადეს მისცემს“, - წერს Financial Times.

„ვფიქრობ, მოსახლეობამ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებზე უკეთ გაიგო, რომ ეს რეფერენდუმია და მომავლისთვის რეალური არჩევანია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი