ნინო ლაცაბიძე - ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება

რუსთავის მერიამ, წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რუსთავის მერიის ცნობით, დღეიდან რუსთაველი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო, საქალაქო ტურნირსა და ჩემპიონატზე, ქალაქის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარდგებიან.

ამავე ინფორმაციით, ექსკლუზიურად შექმნილი სპორტული სამოსი, წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ქალაქის მერმა მათ სპორტულ კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა და რუსთავის სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმის შესახებ, პრეზენტაცია წარუდგინა.

,,ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ ისინი კიდევ უფრო მეტი სიამაყითა და მონდომებით წარმოაჩენენ ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებზე. ჩვენ სპორტის სფეროში დაწყებულ რეფორმას ვაგრძელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება სპორტს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში გამართულ ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრები, რუსთაველი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.

,,მიხარია, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ. ბოლო წლებში რუსთავში სპორტის ხელშეწყობის მიზნით, მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, გვაქვს ახალი სპორტის სასახლე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი და დღეს რუსთაველ სპორტსმენებს ქალაქის მერმა გადმოგვცა ახალი სპორტული ეკიპირება”, - განაცხადა ოლიმპიურმა პრიზიორმა კრივში ლაშა გურულმა.

როგორც რუსთავის მერია განმარტავს, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რუსთავში ყოველწლიურად 1200 მოსწავლე ვარჯიშობს. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ტურნირებზე წარმატებით მოასპარეზე რუსთაველი სპორტსმენები, მერიისგან დაწესებულ სპეციალურ სტიპენდიას იღებენ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი