თამარ კორძაია - იორმუღანლოში გამარჯვების მტკიცე განწყობა იგრძნობა, ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის

დღეს სოფელ იორმუღანლოში გვაქვს შეხვედრა, სადაც გამარჯვების მტკიცე განწყობა იგრძნობა. ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის , - ამის შესახებ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას განცხადებით, საგარეჯოში მოსახლეობა მზად არის საქართველოსთვის იბრძოლონ.

"დღეს შეხვედრა გვაქვს სოფელ იორმუღანლოში, სადაც სერიოზული განწყობაა გამარჯვებისკენ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენა. მათთვის ეს გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვის. სიმართლე გითხრათ, გავუზიარე ისიც, რომ მე თავად მომიწია სოხუმის დატოვება, და არ შეიძლება იმ ქვეყანას, რომელმაც გამოგვყარა სახლიდან, დავუთმოთ მთელი საქართველო. ეს მათ ძალიან კარგად ესმით, მზად არიან საბრძოლველად და, რა თქმა უნდა, ისინი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან”, - განაცხადა თამარ კორძაიამ

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს პარტიის ლიდერები საგარეჯოს რაიონში ხვდებიან მოსახლეობას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს