პარტიის ინფორმაციით, ოზურგეთში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ოზურგეთში თავს დაესხნენ.

კერძოდ, პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გურიანთაში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს „ქართული ოცნების ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ“.

ამავე ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც „ოცნების“ მომხრეები სიებს ადგენდნენ;

დავით მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს რეაგირება უნდა მოყვეს.

„ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნების“ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება - საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება და ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.

თათია ნიკოლაშვილის თქმით, არსებობს ვიდეომტკიცებულებებიც.

„კადრები გადაღებული გვაქვს, შემდეგ ეს ძალადობა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ეს ვეღარ გადავიღეთ, რადგან ჩანს ვიდეოშიც, რომ ტელეფონი წაგვართვეს. ბოლო დღეებს რომ ითვლიან, სწორედ იმ რეჟიმის ძალადობრივი ქმედებებია. გვაქვს სამართალდარღვევის ფაქტები და ყველა შესაბამის ორგანოს მოვუწოდებთ რეაგირებისაკენ“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს