ირაკლი კობახიძე - მინდა პეტერ ფიშერს ვუთხრა: 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას

მე მინდა პეტერ ფიშერს ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას,- ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებას, რომელმაც დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".

კობახიძის თქმით, ყოვლად მიუღებელია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და მათ მიმართ ნებისმიერი გულშემატკივრობა.

„მე მინდა მას (პეტერ ფიშერი) ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ გულშემატკივრობს, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი.

რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და ნებისმიერი გულშემატკივრობა ამ მოვლენის მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს