ეკატერინე გალდავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის ცენტრალური ბანკის (MNB) ვიცე-პრეზიდენტთან, ბარნაბაშ ვირაგთან. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და უნგრეთის ცენტრალური ბანკის საგადახდო სისტემების ხელმძღვანელი ლაიოშ ბართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელოვან როლს როგორც ეკონომიკის, ისე საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით უნაღდო გადახდების წახალისების ინიციატივებს. ორივე ცენტრალური ბანკი შეთანხმდა, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით.

ეკატერინე გალდავამ მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას პროფესიული სასწავლო ცენტრის შექმნისთვის, რომელიც MNB-ის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"MNB-ის მხარდაჭერა და პარტნიორობა ფასდაუდებელი იქნება ჩვენი ფინანსური სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან ჰარმონიზებისთვის", - აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის