პრემიერი ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე - ეს განცხადებები დროებითია, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებთ - რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი

ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ - დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის, ჯოზეფ ბორელის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვას ერთმანეთთან შედარება არის თვალებში ნაცრის შეყრა, რადგან, როგორც კობახიძემ განმარტა, მოლდოვაში არ არსებობს პოლიტიკური და მედია პლურალიზმი.

“ეს განცხადებები არის დროებითი, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ არ გავამახვილებთ. დასრულდება ეს არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთება. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი. თქვენ იცით, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით - იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა. ეკონომიკური კუთხით 9 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის, რაც არის, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ჩვენ მოლდოვისგან განსხვავებით გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები.

რაც შეეხება დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით მოლდოვაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, მედიასაშუალებები და დარჩა რეალურად ორი მედიასაშუალება, რომელიც მაუწყებლობს ქვეყნის მასშტაბით. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი. აღარ არსებობს პოლიტიკური პლურალიზმი, აღარ არსებობს მედია პლურალიზმი. როცა გადარებენ ასეთ ქვეყანას და თან გადარებენ ნეგატიურ კონტექსტში, ეს, ბუნებრივია, არის თვალებში ნაცრის შეყრა, თუმცა, ეს ვერ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ გიმეორებთ - დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში და აქედან აუცილებლად გადაიტვირთება ევროკავშირთან ურთიერთობები, შესაბამისად, ასეთი განცხადებები არის დროებითი მოვლენა.

საქართველოში ავტორიტარიზმი იყო 2012 წლამდე და თუ რაიმეთი შეიძლება იამაყოს ჩვენმა გუნდმა, პირველ რიგში, ეს არის საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულება. აქედან გამომდინარე, ასეთ განცხადებებს, საბედნიეროდ, ვერ ექნება ფასი ჩვენი მოსახლეობისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არის აბსოლუტურად მცდარი და დაფუძნებულია არასწორ ინფორმაციაზე”, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს