ირაკლი კობახიძე - ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო და საერთოდ, არც ნიკა გილაური, რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო

ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო და მერე საერთოდ, არც ნიკა გილაური, რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვას, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურსა და სალომე ზურაბიშვილს შორის მიმდინარე შეხვედრას უკავშირდებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იმპიჩმენტის წესით თანამდებობის დატოვება მოუწევს.

„ჯერ სალომე ზურაბიშვილი არ არის საინტერესო და მერე საერთოდ, არც ნიკა გილაური, რომელიც სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი იყო. ასეთი გამონათქვამი არსებობს: იყო და რა, გაეკეთებინა. ის იყო და აკეთებდა სისხლიანი რეჟიმის საქმეს. როდესაც მან თანამდებობა დატოვა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარიც კი არ იყო, როდესაც ჩვენ 90 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ჩვენი ეკონომიკა. აქედან ჩანს თუ რამდენად უსუსურები არიან ეს ადამიანები.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვიცით, რომ მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იმპიჩმენტის წესით უწევს თანამდებობის დატოვება“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება