თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა

13-14 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებას 31 მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.

“ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და გაეროს მოსახლეობის ფონდის ანალიტიკოსმა ნატალია ზაქარეიშვილმა.

მინისტრმა ახალგაზრდების მხარდამჭერ ინიციატივებსა და ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას 31 მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, ისევე როგორც, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.

ფორუმი საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ა(ა)იპ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში