ირაკლი კობახიძე - თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გზა  ამ ყველაფრისკენ გადის ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე

თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხდება ურთიერთპატიების გარეშე და გაჟღერებული გზავნილი ძალაშია.

„როდესაც საუბრობთ ბიძინა ივანიშვილზე, მინდა გავიხსენო, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს შექმნის იდეა და ინიციატივა სწორედ მას ეკუთვის და ის, რომ დღეს ეს რეგიონი არის აღჭურვილი თანამედროვე რესპუბლიკური საავადმყოფოთი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

რაც შეეხება ბოდიშის თემას, ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, გზა გადის ამ ყველაფრისკენ ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე, შესაბამისად, ძალაშია ის გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა - ჩვენ თუ გვინდა მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთადერთი გზა არის ურთიერთშერიგება და ურთიერთშერიგებისკენ ერთადერთი გზა არის ურთიერთპატიება ხალხებს შორის.

ბუნებრივია, ე.წ. ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ თუ გვსურს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგებისა და შესაბამისად, ურთიერთპატიების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება