მაია ბითაძემ კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის დეპარტამენტის უფროსსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა შეეხებოდა კლიმატის კანონპროექტს, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. კანონპროექტის მომზადების ფარგლებში უკვე გაიმართა საკონსულტაციო დოკუმენტების პრეზენტაცია, ამ ეტაპზე კი უშუალოდ კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს.

მაია ბითაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის აპარატის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კანონპროექტში კლიმატის ადაპტაციისა და შერბილების საკითხები, რა ვალდებულებები უნდა დაეკისროს კანონის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს და თუ როგორ უნდა განისაზღვროს კლიმატის პოლიტიკის ეროვნული ჩარჩო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება