მაია ბითაძემ კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის დეპარტამენტის უფროსსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა შეეხებოდა კლიმატის კანონპროექტს, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. კანონპროექტის მომზადების ფარგლებში უკვე გაიმართა საკონსულტაციო დოკუმენტების პრეზენტაცია, ამ ეტაპზე კი უშუალოდ კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს.

„მაია ბითაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის აპარატის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კანონპროექტში კლიმატის ადაპტაციისა და შერბილების საკითხები, რა ვალდებულებები უნდა დაეკისროს კანონის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს და თუ როგორ უნდა განისაზღვროს კლიმატის პოლიტიკის ეროვნული ჩარჩო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს