ირაკლი კობახიძე  - თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, ისე პოლარიზაციის პრობლემა საქართველოში არასდროს მოგვარდება - რაც შეეხება ამომრჩეველს, ჩემთვის წარმოუდგენელია მათი გასამართლება

პარტიების გასამართლება არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში დასრულდეს ეს ჩაკეტილი წრე, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ გამოცხადდება არაკონსტიტუციურად, საქართველოში პოლარიზაციის პრობლემა არასდროს მოგვარდება.

„ეს პოლიტიკური ძალა, ეს პოლიტიკური პარტიების ერთობლიობა მუდმივად იქნება დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარების და ჩვენი ქვეყნის გაძლიერების გზაზე.

რაც შეეხება ამომრჩეველს, ვერ განვიხილავ ასეთ საკითხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ამომრჩევლის გასამართლება. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ამომრჩეველს პასუხისმგებლობა ეკისრება საკუთარი არჩევანის გამო, ჩვენი მხრიდან ვერ იქნება განხილული ათიათასობით ადამიანის გასამართლების საკითხი. ჩვენ ამაზე ვერც ფიქრს ვერ დავიწყებთ და ეს იდეა ჩვენი მხრიდან ვერ იქნება აქტიურად განხილული. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, უნდა მოვუწოდოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მათ იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს