უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრის განცხადებით, 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებას “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა

უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იანოს ბოკა აცხადებს, რომ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი დააყენა.

„გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოაყენა, და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება რეგიონის სტაბილურობასა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი”, - განაცხადა ბოკამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მთელ რიგ აქტუალურ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, რომელზეც “განსაკუთრებული ყურადღება” დაეთმობა საქართველოში არსებულ ვითარებას.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომას ლუქსემბურგში ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში