კახა კალაძე - დღეს არ გვაქვს უფლება ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ - ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები

ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები, ასე ვხედავთ ქვეყნის განვითარებას და მის მომავალს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

კახა კალაძის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ერთი არჩევანი გააჩნია- დაიცვას მშვიდობა, ღირსება, საკუთარი ოჯახების კეთილდღეობა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

“მეგობრებო, არცერთი ნაბიჯით უკან! დღეს არ გვაქვს უფლება ენის მოჩლექით ვილაპარაკოთ, ყველას და ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რადგან თვალხილულია საფრთხე, რის წინაშეც აღმოვჩნდით. დღეს უკვე ღიად გვეუბნებიან, რომ თურმე “სამწუხაროა ქართველებისთვის, რომ ყველაზე საყვარელი საქართველოაო”; თურმე საქართველო არ უნდა იყოს მისი მოქალაქეებისთვის სამყაროს ცენტრი და მის ბედს არა მოსახლეობა, არამედ გარე ძალები უნდა განაგებდნენ.

მე ერთი რამ მჯერა, ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, რომ გარედან მართავდნენ ჩვენს ქვეყანას, ერეოდნენ შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ბრძანებებს გასცემდნენ. ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები. ასე ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას და მის მომავალს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები რეალურად წარმოადგენს რეფერენდუმს, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მშვიდობა და ომი, სამშობლოს სიყვარული და უსამშობლობა.

“ერთი რამ ზუსტად იცოდეთ, საქართველოს ინტერესები არ გაიყიდება!!! საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები იყო და არის “ქართული ოცნებისთვის” უპირველესი ამოცანა და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც გაშმაგებული გვებრძვიან გარე ძალები.

მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება მშვიდობა და ომი, ტრადიციული ფასეულობები და თავსმოხვეული პროპაგანდა, სამშობლოს სიყვარული და უსამშობლობა.

რასაკვირველია, ამ გადამწყვეტ ბრძოლაშიც გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს ხალხის ნება! გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”!“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში