ირაკლი კობახიძე - მომავალ წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა - ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რაც სამეგრელოდან და სვანეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში და დედაქალაქში მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი იყო აშენებული, 2012 წლის შემდეგ კი, ქვეყანაში 300 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა.

„აშენდება ახალი ავტომაგისტრალი თეკლათიდან ანაკლიამდე, რაც ბუნებრივია ანაკლიის პორტსაც მოემსახურება და ზოგადად ამ რეგიონს; ვიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც სამეგრელოს განვითარებას ახალ სტიმულს მისცემს; 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, შეიქმნა 700 ახალი საწარმო და გაფართოვდა 800 საწარმო. ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, 2028 წლის ჩათვლით, ასობით ახალი საწარმო და 70,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება; 2-ჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიარდი გამოიყოფა, ცნობისათვის, დაახლოებით 10-ჯერ ნაკლები იყო გამოყოფილი 2012 წლისთვის; სწრაფად ვითარდება ტურიზმი. 2028 წლისთვის საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ვიწყებთ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია