ბიძინა ივანიშვილი - მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან, ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ, ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალსა და განვითარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ

დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული მონატრებით მივესალმები ენგურს მიღმა მცხოვრებ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ერთიან, ძლიერ საქართველოში, სოხუმსა და ცხინვალში გვექნება საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრები ჩავატაროთ, ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალსა და განვითარების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.

როგორც მან აღნიშნა, სამეგრელო და სვანეთი ყველაზე უკეთ გამოხატავს, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ განსხვავებული ხასიათისა და ტრადიციების, თუმცა უდიდესი წარსულის მქონე კუთხეების შვილები, რომლებიც ძალიან პატარა ტერიტორიაზე საერთო მიზნის გარშემო არიან გაერთიანებულნი.

„სამეგრელოზე, სვანეთზე, აქაურ ისტორიასა და ადათ-წესებზე, ბუნებასა და ხალხზე საუბრით ქართველი კაცი არ დაიღლება. თქვენი მხარე ყველაზე უკეთ გამოხატავს, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ განსხვავებული ხასიათისა და ტრადიციების, თუმცა უდიდესი წარსულის მქონე კუთხეების შვილები, რომლებიც ძალიან პატარა ტერიტორიაზე საერთო მიზნის გარშემო არიან გაერთიანებულნი.

ამაყად მდგარი კავკასიონი ყველაზე დიდი ხნის მოწმეა, მეგრელების ნიჭიერება და გამჭრიახობა, სვანური სამართლიანობა და სიბრძნე როგორ ჰარმონიულად უთავსდება ერთმანეთს და მრავალფეროვან, თუმცა, საერთო ეროვნული ღირებულებების მქონე ხალხს ქმნის! ჩვენი სიძლიერეც ხომ სწორედ იმაშია, რომ ჩვენი განსხვავებულობით ვერთიანდებით საქართველოს გარშემო და ჩვენს სამშობლოზე ვზრუნავთ.

აქ ჩამოსულ სტუმრებს აკვირვებთ, როგორი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი წინაპრებისგან შემონახული ისტორია, ხელოვნება თუ არქიტექტურა, რაც ღია ცის ქვეშ, თვითნაბად და უნიკალურ, ერთგვარ მუზეუმს ქმნის. სამეგრელომაც და სვანეთმაც მრავალ ისტორიულ ქარტეხილს გაუძლო ისე, რომ აქაურ ხალხს არასდროს შეუწყვეტია საკუთარ მიწასთან, ტრადიციებთან და წინაპრების დანატოვართან კავშირი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ხელუხლებლად უნახავდნენ მომავალ თაობებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო