ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! - მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრა, რაც საუკუნეების მანძილზე არცერთ მტერს არ გაუკეთებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ყველაზე მეტად გამოვლინდა „რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე“.

კარგად გახსოვთ, რომ პირველად ერთმანეთს 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ტერორისგან, დანაშაულებისგან და ძალადობისგან შეურაცხყოფილ ზუგდიდში შევხვდით. მართლაც, თქვენს მხარეში ყველაზე მეტად გამოვლინდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკე, რადგანაც, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთი განსაკუთრებული მანიაკური მიდრეკილებების მქონე მწამებლების ვიწრო ჯგუფს ჩაუგდო ხელში! მათაც განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინეს, მეგრელ და სვან ხალხს ისეთი რამ აკადრეს, რაც საუკუნეების მანძილზე არც ერთ მტერს არ გაუკეთებია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უკვე მრავალჯერ, ფაქტებით დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იტაცებდნენ და ხოცავდნენ, შემდეგ კი მათ ცხედრებს უგზო-უკვლოდ აქრობდნენ, ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ უმწეო და დაუცველ ადამიანებს, პატიმრებსა და ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ ახალგაზრდა ბიჭებს და ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

„დანაშაულის მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ - ყველას უნდა სცოდნოდა, რომ თუ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის, სამეგრელოზე გაბატონებული ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა, ციხე, წამება და შანტაჟი ელოდა! ამ სინამდვილის პარალელურად კი ცინიკურად, პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდნენ, სამეგრელო საკუთარი წარმატების, მაგალითად ექციათ და დანარჩენი ქვეყნისთვის ეს ეჩვენებინათ! მოქმედების მსგავსი ლოგიკა და აღქმების შესაქმნელად ცრუ სიმბოლოების გამოგონება „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის ხელწერაა!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის