ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ!  - ეს არის ფაქტი

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ! ეს არის ფაქტი და, რამდენადაც უნდა ეცადონ საპირისპიროს დამტკიცებას, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს! , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები ცდილობენ, შენებას ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა მმართველი გუნდის საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა იმ საკვანძო მიღწევებზე, რაც კონკრეტულად ამ რეგიონში და საქართველოში გვაქვს. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს რეალისტური გეგმები.

როდესაც ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ვსაუბრობთ, ოპონენტები მყისვე პარალელური რეალობის შექმნას იწყებენ და მათი ცნობილი ხელწერით ცდილობენ, შენებას ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა ჩვენ საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება