მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას -  თუ ვინმემ იცის ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, იდენტობის შენარჩუნებისთვის და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც - ეს ხალხი ხართ თქვენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ მეგრელები და სვანები არიან ის ხალხი, ვისაც ეროვნული ღირებულებებისთვის „ბრძოლა სისხლში აქვს გამჯდარი“.

მისივე თქმით, ამ კუთხის წარმომადგენლებმა კარგად იციან მშვიდობის ფასიც, რის აღსაქმელადაც, ბოლო ათეული წლები საკმარისი იყო.

შესაბამისად, მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში მოსახლეობამ სწორედ იმ ძალას დაუჭიროს მხარი, რომელიც მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობისთვის იბრძვის.

„უდიდესი პატივისცემით მივესალმები, გამორჩეულ, გამჭრიახ, უნიჭიერეს და პატრიოტ ქართველებს. ამ ორი ულამაზესი, უდიდესი ისტორიის და კულტურის მქონე მხარის შვილებს.

მივესალმები ჩვენს დელეგატებს, ბატონებს: დავით კოდუას, ილია ინჯიას, გიორგი ხახუბიას, გოჩა ენუქიძეს; ჩვენს სვან ძმებს „ხალხის ძალიდან“ - მივესალმები ბატონ სოზარ სუბარს, ვიქტორ ჯაფარიძეს.

თუ ვინმემ იცის, ჩემო მეგობრებო, ურთიერთგატანა, ბრძოლა ეროვნული საქმის და ღირებულებებისთვის, ეს სწორედ მეგრელი და სვანი კაცი და ქალია. თუ ვინმეს მაგრად აქვს სისხლში გამჯდარი ბრძოლა ტრადიციული, ეროვნული ღირებულებებისთვის, ქართული, მეგრული, სვანური იდენტობის შენარჩუნებისთვის - ეს ხალხი ხართ თქვენ სწორედ და თუ ვინმემ იცის მშვიდობის ფასიც, მეგრელებმა და სვანებმა იციან, თუ იციან. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანასკნელი რამდენიმე ათეული წელი საკმარისზე მეტი იყო ამ ყველაფრის აღსაქმელად. შესაბამისად ამისა, ბუნებრივია, ჩვენი გულწრფელი მოწოდებაც იმაში მდგომარეობს, რომ 26 ოქტომბერს, არჩევნებში გადამწყვეტ უთანასწორო არჩევნებსა და ბრძოლაში, მხარი დაუჭიროთ მმართველ პარტიას, რომელიც მშვიდობისთვის, ღირსებისთვის, კეთილდღეობისთვის იბრძვის და რაც მთავარია, თავის სამშობლოს ემსახურება და არა ვინმე სხვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე