ირაკლი კობახიძე ე.წ ტექნიკურ მთავრობაზე - ჩვენ პრეზიდენტს იმპიჩმენტით ერთ თვეში გადავაყენებთ, დანარჩენი ყველაფერი არარელევანტურია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით ერთ თვეში გადააყენებს, შესაბამისად, საუბარი მის მიერ ე.წ ტექნიკური მთავრობის ფორმირებაზე არარელევანტურია.

ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახელებას შეეხებოდა.

„ჩვენ პრეზიდენტს ტექნიკურად გადავაყენებთ იმპიჩმენტით ერთ თვეში, ესაა რაც შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვათ, დანარჩენი ყველაფერი არარელევანტურია“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გეგმავს 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობა წარადგინოს. როგორც მან აღნიშნა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება