მედია - ჯო ბაიდენი გერმანიაში სამ ევროპელ ლიდერთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ბერლინში გერმანიის კანცლერთ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული ოთხი ლიდერი წინა კვირას „რამშტაინის“ საავიაციო ბაზაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა. თუმცა, ეს შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „მილტონის“ გამო გერმანიაში ვიზიტი გადადო. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, ის გერმანიაში მაინც გაემგზავრა, კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა და მისგან 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი დახმარების დაპირებაც მიიღო.

CNN-ი ხაზს უსვამს, რომ კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, შეერთებული შტატები, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმწოდებლები არიან და 2022 წლის თებერვლიდან ქვეყანას, დაახლოებით, 90 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პირდაპირ სამხედრო დახმარება გაუწიეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება