„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთიდან ზუგდიდში, ივანიშვილის გამოსვლაზე დასასწრებად პედაგოგთა გაგზავნას ორგანიზებას უწევდა ფოთის საკრებულოს წევრი

რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთიდან ზუგდიდში, ივანიშვილის გამოსვლაზე დასასწრებად პედაგოგთა გაგზავნას ორგანიზებას უწევდა ფოთის საკრებულოს წევრი და ამავე დროს, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი, აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ კვინჩია,- ამის შესახებ ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანიტა ჯოჯუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე დემოკრატიის ყველა ნორმას არღვევდა.

„გუშინ, მორიგ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილი შუშის კოლბიდან მიმართავდა სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან იძულებით მიყვანილ პედაგოგებს. რამდენიმე პედაგოგმა გადმოგვცა ის SMS-შეტყობინება, საიდანაც ჩანს, რომ ფოთში ამ პროცესს ორგანიზებას უწევდა აგრესიულობითა და უპრინციპობით გამორჩეული ზაალ კვინჩია - ეს არის ფოთის საკრებულოს წევრი და, ამავე დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. რა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე უნდა ესაუბროს ის ახალგაზრდობას, როცა თავად არღვევს დემოკრატიის ყველა ნორმას. "ქართული ოცნების" ეს თავშეყრა კიდევ ერთხელ, ნათლად გვიჩვენებს მარცხთან მათ შეგუებას, რაც გარდაუვალია და ამას 26 ოქტომბერს დაადასტურებს ქართველი ხალხი", - განაცხადა ანიტა ჯოჯუამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს