სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

2024 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოუენ მერფის შეხვდა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და არჩევნების დღესთან დაკავშირებით აპარატის როლი და საქმიანობა განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა აპარატის მანდატსა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა, მათ შორის, აპარატის მიერ იდენტიფიცირებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევებზე, გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებების შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

„ასევე განიხილა პოლიტიკური მოტივით შესაძლო დისკრიმინაციის, სხვადასხვა ღონისძიებებსა და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობის გამო შესაძლო ზეწოლის შესახებ შესწავლილი საქმეები.

შეხვედრას საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარსელ ნაჯი და სამართლებრივი ანალიტიკოსი ანნა მელიქიანი ესწრებოდნენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისია თბილისში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, საქართველოს ხელისუფლების მოწვევით იმყოფება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს