ლევან ცუცქირიძე - სუს-ი მთავრობის სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს სამსახურში - ივანიშვილის პარტიამ მიისაკუთრა ინსტიტუტები და არჩევნებზე ისინი სახელმწიფოს სამსახურში უნდა დავაბრუნოთ

სუს-იც და სახელმწიფოს სხვა ორგანოებიც რეალური საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა მუშაობდნენ და არ დასდევდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს, ჟურნალისტებს - მათი საქმე არის არა მთავრობისა და მმართველი პარტიის უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაზე უნდა იზრუნონ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მათ შორის, უსაფრთხოების ინსტიტუტები მიისაკუთრა“.

„[რაც შეეხება იმას, ხომ არ აპირებს რამეს თავად სუს-ი], არ ვიცი, ვინ რას აპირებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მარტივია მანიპულაციის გარჩევა რეალობისგან. თუ ამ ქვეყნისათვის რაიმე რეალური საფრთხე არსებობს, სუს-მაც და სახელმწიფოს სხვა ორგანოებმაც რეალური საფრთხეების განეიტრალებაზე უნდა იმუშაონ და არ დასდევდნენ ოპოზიციას, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს. მათი საქმე არის არა მთავრობისა და მმართველი პარტიის უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება და ამაზე უნდა იზრუნონ მათ.

მათგან მოულოდნელი არაფერია. ვიცით, რომ ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ ხოლმე. ამიტომ, არ გამიკვირდება, რომ რამეს აპირებდნენ. დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სუს-იც და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტიც უნდა დაბრუნდეს სახელმწიფოს სამსახურში და არა მთავრობის სამსახურში. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ სახელმწიფო წაგვართვა, მიისაკუთრა სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების ინსტიტუტები. ამ არჩევნებზე ისინი სახელმწიფოს სამსახურში უნდა დავაბრუნოთ“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, სუს-ს ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.

სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

„ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო