საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა წალკის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება გაიმართა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის -„სამეცნიერო-კვლევითი კლუბის უმცროსი მეცნიერები მთის მდგრადი განვითარებისათვის“, ფარგლებში.

„ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ადმინისტრაციული და სხვა სასწავლო კორპუსები. ეწვივნენ ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ელექტროტექნიკის, მინერალოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმებს. მოსწავლეები შეხვდნენ მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლები ფაკულტეტის ისტორია გააცნეს. ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე სკოლის მოსწავლეების წინაშე წარსდგა პრეზენტაციით - „მდგრადი განვითარების მიზნები“, ხოლო წარმატებულმა სტუდენტმა მარიამ ბაქრაძემ ისაუბრა მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობასა და ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლება-სწავლის პროცესზე.

საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს