ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, წარმოება-დაწესებულებებს შორის გარდამავალი თასის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბორჯომის თასი 2024-ის გამარჯვებული მეორე ქარხნის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სასტუმრომ „Crowne Plaza“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი გავიდა.

„მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. მეორე ქარხნის გუნდი - 1500 ლარი; სასტუმროს “Crowne Plaza” გუნდი - 1000 ლარი; ა(ა)იპ ბორჯომის სასპორტო სკოლის გუნდი - 500 ლარი.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ დააჯილდოვეს.

აღსანიშნავია, რომ წარმოება-დაწესებულებებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრების გამართვა ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ახალგაზრდების წახალისებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა