დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის „სამშვიდობო გეგმა“, დიდი ალბათობით, ზელენსკის მიერ შენიღბული ამერიკული გეგმაა ანუ ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი, „სამშვიდობო გეგმა“, სავარაუდოდ, იგივეა, რაც აშშ-ის გეგმა, ანუ „რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე“.

„უკვე ამდენი კვირაა საუბარია რაღაც ეფემერულ „სამშვიდობო გეგმაზე“, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არის იგივე გეგმა, რაც ამერიკელების - ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე, რომელიც ახლა ზელენსკიმ შენიღბა და უწოდა "სამშვიდობო გეგმა“. როგორც ჩანს, ეს ასეა. სხვა გეგმა არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რთულია კომენტარი გააკეთოს იმაზე, რაც ჯერ არ გაუგია, ან უნახავს და „ალბათ, რაღაცის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა გეგმა სრულად გამოქვეყნდება“.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა