იუსტიციის სამინისტრო „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საარჩევნო შტაბის გახსნის“ თაობაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს ხედავს, რის გამოც მის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება.

რაც შეეხება კომისიის სხდომაზე დაბარების მიზეზს, როგორც ბრეგაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა განმარტოს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს.

„ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით გავუგზავნეთ, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება ვთხოვეთ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება გაკეთდა, რაც კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ წერილს გავუგზავნით და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდგომ სხდომაზე აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოცხადდეს და განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით გააკეთოს, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ „საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება“. ეს განცხადება შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას შეიცავდეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი