ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის დაახლოებაზე დიდი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებამ, რომელიც ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს.

ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტზე, რომელიც წარმოადგენს ბათუმისა და ფოთის ნავსადგურების ერთგვარ გაგრძელებას და მათ პორტებსა და ლოგისტიკურ ობიექტებს დააკავშირებს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გაზარდა მოთხოვნა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე, ისეთი ლოგისტიკური პროექტები კი, როგორიცაა თბილისის მშრალი პორტი, ხელს შეუწყობს აღნიშნულ დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.

შეხვედრაზე განიხილეს თბილისის მშრალი პორტის პროექტის მაჩვენებლები, მათ შორის, წლიური გამტარუნარიანობა, რომელიც გათვალისწინებულია 200000 TEU-მდე. ითქვა, რომ უკვე დასრულდა ტერიტორიის მოპირკეთება, ოფისის მშენებლობა, B კლასის საწყობის, მექანიზაციის შენობის და რკინიგზის მშენებლობა. მშრალი პორტი 2024 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ