იუსტიციის მინისტრი - მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე - „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს და რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო საკმაოდ საშიში ტრაექტორიით ვითარდებოდა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი გამოკვეთილი იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას რაც შეეხება, მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე 2003 წლიდან 2012 წლამდე. ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა, აწამებდა პატიმრებს, რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო საკმაოდ საშიში ტრაექტორიით ვითარდებოდა.

კერძოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი. მე ხშირად ვსაუბრობ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის შედარებებზე. ვფიქრობ, პროგრესი ადამიანების უფლებების დაცვის, ეკონომის განვითარების მიმართულებით და ასევე, მთელ რიგ სხვადასხვა სფეროებში ცხადია. მხოლოდ იუსტიციის სახლების რაოდენობაზეც რომ ვიმსჯელოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი, დღეს უკვე გვაქვს 122. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებშიც გახსნა იუსტიციის სახლები“, - განაცხადა ბრეგაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს