რატი ბრეგაძე დეკანოიძეზე და უგულავაზე - ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაშია მათ სტილთან

ისინი არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაში არის იმ სტილთან , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრების - ხატია დეკანოიძისა და გიგი უგულავას მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის გადაღებვის ფაქტზე.

იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი ორგანოები აღნიშნულ ფაქტს გამოიკვლევენ.

„რაც შეეხება ამ ადამიანებს, ისინი, როგორც ჩვენ ვიცით, არიან ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მოქმედების სტილი ყოველთვის შესაბამისობაში არის იმ სტილთან, რაც ჰქონდათ ბოლშევიკებს და ეს მათი მხრიდან არახალია. რაც შეეხება კონკრეტულ სამართალდარღვევას, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები ამ ფაქტს აუცილებლად გამოიკვლევენ, ყველა თანაბრად და სამართლიანად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა წინა საარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი ნამდვილად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„ყველას აქვს სრული უფლება,რომ აგიტაცია განახორციელოს, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. სახელმწიფო მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი წარიმართებოდეს მშვიდ, კონსტრუქციულ და სამართლიან ვითარებაში ყველა მონაწილე მხარისთვის. მოხარული ვარ, რომ მათ შორის დამკვირვებლების მხრიდან აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ასევე, რა თქმა უნდა, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული უფლებები და იმუშაონ მოსახლეობასთან ყოველგვარი პროპაგანდის და დეზინფორმაციის გარეშე“ ,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს