კახა კალაძე - კარგად ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ამაყია აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში მონაწილეობით.

„ძალიან სასიამოვნო გარემოა. ამაყი ვარ, როგორც ამ ქალაქის მერი და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა აღნიშნული პროექტის დამტკიცებაში. რასაც ფურცელზე ვხედავდით, ძალიან ლამაზი პროექტი იყო, მაგრამ ადგილზე ნახვის შემდეგ შენობამ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურა, შიგთავსიც მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით, ტელევიზია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

ვუერთდები მილოცვებს და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება, რადგან კარგად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი. მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ყველაფერი მოხდება - ქვეყნის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და აღორძინება. მინდა გისურვოთ საუკეთესო სიახლეები, მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველდღიურად შრომობენ და ზრუნავენ იმაზე, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია, ის სიახლეები, რაც ქვეყანაში, დედაქალაქში ხდება. ამ ყველაფრისთვის ყველას გიხდით მადლობას და ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საძირკველში კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს ჩაიდო, 4 წლის შემდეგ კი, ტელევიზია ახალ, ეკოლოგიურად მწვანე შენობაში გადადის.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია