არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პოლიტიკის

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი აჰმედ ბინ ალი ალ საიეღი „თბილისის მშრალი პორტის" პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია.

„თბილისის მშრალი პორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია - მომავალში განსახორციელებელი მრავალი პროექტიდან ერთ-ერთი. ამ პროექტის განხორციელების მიზანია, საქონლის ტრანსპორტირების ნაკადის უზრუნველყოფა შუა დერეფანში, რომელიც აკავშირებს აზიასა და ევროპას და, იმავდროულად, მონაწილე ქვეყნების კეთილდღეობის გაზრდა. საქართველოსთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან", - განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

სახელმწიფო მინისტრმა დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ეკონომიკის სხვა სექტორებში, მათ შორის სამოქალაქო ავიაციაშიც.

მისი თქმით, თბილისში პირდაპირი რეისები ხორციელდება საამიროების 3 ქალაქიდან.

„ვიმედოვნებთ, ჩვენი ძალისხმევა ლოგისტიკისა და ავიაფრენების მიმართულებით ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას. ჩვენ გვჯერა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების და ეკონომიკური პოლიტიკის. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ამ ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი პროგნოზია, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და საამიროების ბიზნესები კიდევ უფრო მჭიდროდ და ბევრი მიმართულებით ითანამშრომლებენ, ასევე გაძლიერდება ხალხთა შორის ურთიერთობები", - აღნიშნა აჰმედ ბინ ალი ალ საიეღმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა