"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში, გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და „ქართული ოცნების“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ვაკიჯვარში, ცხემლისხიდში, დვაბზუს ნასაკირალსა და დაბა ნასაკირალში გამართულ შეხვედრებზე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ისაუბრეს პოლიტიკურ პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების" პროგრამის პრიორიტეტებზე და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მჯერა, 26 ოქტომბერს მართებულ არჩევანს გააკეთებთ და მხარს დაუჭერთ "ქართულ ოცნებას", - გუნდს, რომელსაც ქვეყნის მართვა, ეროვნული ინტერესების დაცვა და საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა შეუძლია. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს