„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით, ბათუმში,  ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ქალაქ ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობას კარდაკარ შემოვლის პრინციპით შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ამავე ცნობით, ინდივიდუალურ შეხვედრებზე დელეგატმა მოისმინა მოქალაქეთა საჭიროებები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.

„ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა