გია ხუხაშვილი - პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც - განსაკუთრებული არაფერი ხდება

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ორბელიანების სასახლეში მივიდა.

როგორც ხუხაშვილმა მედიასთან განაცხადა, პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში ყველას, მათ შორის მასაც, ხვდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ბუნებრივია, არჩევნები მოდის და პრეზიდენტი, როგორც არჩევნების გარანტი და სახელმწიფოს მეთაური, ყველას ხვდება, მათ შორის, მეც. განსაკუთრებული არაფერი ხდება... იმისათვის, რომ არჩევნებმა მშვიდობიან და წყნარ გარემოში ჩაიაროს, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზას დაუბრუნდეს და უკან ჯოჯოხეთში არ დაგვაბრუნონ ვიღაც-ვიღაცებმა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის მოსაზრებით, თუკი არჩევნებამდე წინასწარ გახდება ცნობილი ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამომრჩევლისადმი პატივისცემა იქნება.

„თუკი ამომრჩევლისთვის წინასწარ იქნება ცნობილი ფიგურა, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა, ეს ამომრჩევლისადმი პატივისცემას ადასტურებს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ხუხაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შეიძლება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური იყოს.

„არ მგონია ნიკა გილაურის კანდიდატურა განიხილებოდეს“, - აღნიშნავს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს 15 ოქტომბერს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახური არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს