თინა ბოკუჩავა - გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის

გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისათვის და ევროპული კეთილდღეობისათვის, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გურიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 12-წლიანმა მმართველობამ მოიტანა სიღატაკე იზოლაციაში.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიხაურში, ვიყავით სუფსაში, ლანჩხუთში, მთელი დღე ვიარეთ გურიაში და ვხედავ, რომ გურულები მზად არიან გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის და იმისთვის, რომ გურიაში, ისევე როგორც საქართველოს ყველა მხარეში და კუთხეში, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროპული კეთილდღეობის შანსი და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რაც ივანიშვილის 12 - წლიანმა მმართველობამ მოიტანა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის ლიდერებთან ერთად აგრძელებს შეხვედრებს გურიაში. პარტიის ლიდერები ამჯერად ლიხაურში მოსახლეობას შეხვდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება