მარკ რუტე - რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ - ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნება და რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში წევრობა მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია.

“გვსურს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება გრძელვადიან პერსპექტივაშიც. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინას მარტო არ დავტოვებთ. მჯერა, რომ ერთ დღეს უკრაინა ნატოს წევრი იქნება და ტაშს დავუკრავ, როდესაც ეს დღე დადგება. ასევე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია, არ შეუძლიათ ამ განხილვაზე გავლენის მოხდენა. მხოლოდ მოკავშირეების განსახილველია, ამან [უკრაინის წევრობაზე განაცხადა] როგორ წაიწიოს წინ”, - განაცხადა რუტემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის “გამარჯვების გეგმა”, რომლის პირველი პუნქტი უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიწვევაა, მოკავშირეების განხილვის საგანი იქნება.

“მოკავშირეებთან “გამარჯვების გეგმას” განვიხილავთ. ის, რა თქმა უნდა, ასევე მაგიდაზე იქნება მიმდინარე კვირას, როდესაც ხუთშაბათს საღამოს უკრაინისა და ნატოს შეხვედრა გვექნება თავდაცვის მინისტრების დონეზე. როგორც იცით, ნატოს სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის წევრობისკენ გზა შექცევადია, და უკრაინა ახლოსაა ნატოსთან, ვიდრე ოდესმე აქამდე”, - განაცხადა რუტემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე