პრეზიდენტი  - ივანიშვილის მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა

[საქართველოს რუსეთისკენ შეტრიალება] შესაძლოა გეგმა იყოს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ აქვს, რაც უფრო მჭიდრო გახდა.

“შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა ის იყოს, რომ [ივანიშვილის] მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა…

საქართველოს მთელი ისტორია აჩვენებს, რომ საქართველოსთვის მთავარი საფრთხე რუსეთიდან მოდის. ომის რისკი იზრდება, როდესაც საქართველო იზოლირებულია მისი პარტნიორებისგან, როდესაც ის მარტოა, დაყოფილია და სუსტია. ამისთვის ლოგიკური, რაციონალური ახსნა არ მაქვს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ აიღებს.

მან ამავდროულად აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოიპოვოს, ვინაიდან საარჩევნო თაღლითობის შესაძლებლობა არსებობს.

ზურაბიშვილის თქმით, ის დარწმუნებული არ არის რა პოლიტიკას გააგრძელებს “ქართული ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში - ეცდება თუ არა რადიკალური დაპირებების შესრულებას, როგორიც ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, თუ ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას ეცდება.

“საკმაოდ რთული იქნება მათთვის ევროკავშირთან და ამერიკელ პარტნიორებთან რაიმე ფორმის ურთიერთობების აღდგენა მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ასეთი რაოდენობის შემდეგ…

არ ვიცი ისინი მზად არიან თუ არა გააკეთონ… მნიშვნელოვანი დათმობები, რათა ჩვეული ურთიერთობების ფორმას დაუბრუნდნენ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა