სოლომონ პავლიაშვილი - სოფლის მეურნეობაში ინოვაციების დანერგვა დარგის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) დანერგვაზე სახელმწიფო, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მწარმოებლებსა და სამეცნიერო სექტორს შორის კავშირის გაძლიერებაზე, აგრარული განათლების ერთიანი სისტემის შექმნაში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნისთვის მორგებული მოდელის შემუშავებაზე გაამახვილა.

„AKIS-ი სოფლის მეურნეობის მართვის მოდელია, რომელიც ცოდნაზე, ინოვაციებსა და განათლებაზეა დაფუძნებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ მოვახდინოთ მეცნიერული ინოვაციების დანერგვა სოფლის მეურნეობაში. არსებობს ბევრი კვლევითი ნაშრომი, რომელიც პრაქტიკაში არ არის გამოყენებული. საქართველოში ამ პროექტის დანერგვით მოხდება ევროკავშირის დირექტივის შესრულება და ევროკავშირის მართვის მოდელთან ადაპტირება“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) მიზანი სოფლად და სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინოვაციების სისტემების გაძლიერების გზით მეტი, უკეთესი ხარისხის და ეკომეგობრული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაა. AKIS-ის ჩამოყალიბება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით მიმდინარეობს.

„საქართველო სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა. ძლიერი კვლევებისა და ინოვაციების გარეშე ვერ შეიქმნებოდა ის 500-ზე მეტი ვაზის ჯიში, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. მიუხედავად ამ ტრადიციებისა, საქართველო არ არის სურსათით თვითუზრუნველყოფილი; საჭიროა ახალი კულტურების და ჯიშების გამოყვანა და, რაც მთავარია, მათი საბაზრო მოთხოვნებზე მორგება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი აგრარულ სფეროში განათლების და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა“, - განაცხადა SDC-ის ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორმა ბექა თაგაურმა.

ამასთან, განმარტავენ, რომ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი სამინისტროების და მასში შემავალი უწყებების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯების, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში