„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აჭარაში, პარტიის წევრებს, სააგიტაციო მასალის გაკვრაში პოლიციამ ხელი შეუშალა და ავტომობილი, რომელშიც სააგიტაციო მასალა იყო მოთავსებული, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, აჭარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პარტიის წევრებს, სააგიტაციო მასალის გაკვრაში პოლიციამ ხელი შეუშალა და პარტიის კუთვნილი ავტომობილი, რომელშიც სააგიტაციო მასალა იყო მოთავსებული, საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.

აღნიშნულ ინციდენტს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პოლიციელები „ქართული ოცნების“ შტაბიდან იღებდნენ დავალებას.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების დაკარგვის შიშს გამოხატავს და მიაჩნია, რომ სწორედ ამ მიზეზით უშლის ხელს ოპონენტების საარჩევნო კამპანიას.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აკრავდნენ სააგიტაციო მასალას, რა დროსაც გადაადგილების დროს პოლიციამ შეაჩერა ისინი და მოითხოვა მათი გადაყვანა პოლიციის განყოფილებაში, თითქოს და საარჩევნო ბანერის დაზიანების მიზნით შესული იყო შეტყობინება, რაზე დაყრდნობითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამ გამოძიების ფარგლებში უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში.

ჩვენ დროულად გამოვცხადდით ადგილზე და ვკითხეთ თუ რის საფუძველზე გადაჰყავდათ ეს ადამიანები პოლიციის განყოფილებაში. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ყველაფერი, მითითებებს იღებდნენ ტელეფონით უცხო პირებისგან, სავარაუდოდ „ოცნების“ შტაბიდან და მანქანა, რომელშიც იყო სააგიტაციოა მასალა, გადაიყვანეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოძიების ფარგლებში. ღამის ორ საათზე გამოიძახეს ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები. როგორ ჩანს, ივანიშვილი ხედავს, რომ კარგავს ხელისუფლებას და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვიშალოს,“ - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია