მარკ რუტე - უკრაინა მომავალში ნატო-ს წევრი გახდება - კითხვაზე „როდის?“ ახლა ვერ გიპასუხებთ

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ დრო, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.

„ამ დროისთვის როგორც ჩანს, უკრაინა 33-ე წევრი იქნება. მაგრამ, შესაძლოა, მათ წინ სხვა ვინმე აღმოჩნდეს. მაგრამ უკრაინა მომავალში ნატო-ს წევრი გახდება. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ ვაშინგტონში. ამიტომ, საკითხი ახლა ქრონოლოგიას ეხება“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, მოკავშირეები ორიენტირებულნი არიან ძალისხმევაზე, რომელიც ააშენებს ხიდს უკრაინის წევრობისკენ.

„ასე რომ, თუ არის კონკრეტული კითხვა, „როდის?“, არ შემიძლია ახლა, ამ მომენტში ამაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ მიმართულებაზე, რათა ისინი ერთ დღეს ნატო-ს წევრები გახდნენ“, - დასძინა რუტემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პარლამენტში გამარჯვების ხუთპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის პირველი პუნქტი ნატო-ში უკრაინის დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს