გიორგი გახარია - „ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა - ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა პირველ რიგში ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს

„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გააზრებული თავდაცვის სისტემების გარეშე არ არსებობს.

„მშვიდობას პირველ რიგში სჭირდება ძლიერი და განათლებული ჯარისკაცი და ასევე გააზრებული თავდაცვის სტრატეგია, შესაბამისი დაფინანსებით. დღეს „ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლის ომი გამოიარეს და იბრძოდნენ ქვეყნის და სამშობლოს დასაცავად.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუბრუნებთ ღირსებას ქართველ ჯარისკაცებსა და ვეტერანებს. მათი თავდადება და მსახურება დაფასებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფინანსურად და სოციალურად, პირველ რიგში მათ თითოეული ჩვენგანი უდიდეს პატივს უნდა სცემდეს. ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი მაგალითი ახალწვეულებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჯარისკაცის მსახურება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნება დაფასებული.

ამიტომ, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, ვეტერანის თავდადება ყოველთვის გვახსოვდეს, პატივს მივაგებდეთ და ვცემდეთ და ვერავინ ვერ ბედავდეს საქართველოში სამარცხვინო, გაუმართლებელ აუხსნელ ბოდიშზე საუბარს, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. არჩევნებზე უნდა მივიდეთ იმიტომ, რომ ღირსება დავუბრუნოთ თავისუფლებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპულ ყველა ადამიანს, ხმა არ უნდა მივცეთ „ოცნებას“, ხმა არ უნდა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმა უნდა მივცემთ ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას, ნამდვილ კეთილდღეობას და ნამდვილ სვლას მშვიდობიანი ევროპისკენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში