კახა კალაძე - რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს, თუმცა შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს

რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანოს, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შესაძლო გავრცელების თაობაზე სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც „რადიკალურ ოპოზიციას“ არ აწყობს.

„ხედავთ, არჩევნები როგორ ვითარებაში მიმდინარეობს. ეუთო/ოდირის დასკვნაც ვიხილეთ. რა თქმა უნდა, მისასალმებელია გარემოება, რაც ქვეყანაში გვაქვს და როგორი საარჩევნო კამპანიაც მიმდინარეობს - მშვიდი, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს. მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ ქვეყანაში დაძაბულობა, დაპირისპირება, არეულობა შემოიტანონ. თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან. ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს, ადამიანებს კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარების შესაძლებლობა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ არჩევანს და ეს იქნება ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე და ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.

სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია